HPL-compact დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, იგი საკმაოდ მყარი და ძნელად დაზიანებადი პროდუქტია, იგი მდგრადია როგორც ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (წვიმა, ქარი, მზის სხივი, ყინვა, სეტყვა) ასევე სხვა მექანიკური და არა მექანიკური დამაზიანებელი ფაქტორებისადმი.არის მყარი და მედეგი პროდუქტი რომელიც მისი სტრუქტურიდან გამომდინარე არის ჯანსაღი და არ ახდენს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. მისი ინსტალაცია მარტივია და ასევე შესაძლებელია მოხდეს როგორც ინტერიერის ასე ექსტერიერის მოსაპირკეთებლად გამოყენება. სტრუქტურიდან და სიმკვრივიდან გამომდინარე მას აქვს გამოყენების ხანგრძლივი დროის მაჩვენებელი და 35 წლიანი გარანტია.
HPL-compact  არის პროდუქტი, რომლის ფერების არჩევანი არის ამოუწურავი, შესაძლებელია ნებისმიერი ფერის მიღება. ასევე დეკორატიული გამოყენება როგორც სხვადასხვა სახის ფოტოს, წარწერების, ლოგოებისა და დეკორაციების დაპრინტვით, მისი ფერის და სტრუქტურის ცვლილებების გარეშე.ასევე შესაძლებელია CNC-ჭრა სურვილისამებრ შერჩეული დეკორაციის მიხედვით.
გამოიყენება როგორც გარე ფასადებისათვის, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, შესაძლებელია სხვადასხვა სახის ავეჯის დამზადება, იატაკების მოწყობა. მისი გამოიყენება შესაძლებელია საავადმყოფოებისათვის, საბავშვო და სპორტული დაწესებულებებისათვის, რადგან მის შემადგენლბაში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმისათვის მავნე ზეგავლენას არ ახდენს, ასევე მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე (ძლიერი ტემპერატურული და წნევის შედეგად მაქსიმალურად დაპრესვა უზრუნველყოფს მის ანტიბაქტერიულობას რადგან შეუძლებელია მის სტრუქტურაში ბაქტერიების შეღწევა და თუნდაც გაჩერება.) იგი არის საკმაოდ ჯანსაღი, ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული პროდუქტი, 35წლიანი გარანტიის გამო იგი რთულად ძიანდება მექანიკური და ქიმიური ფაქტორებით.
HPL-compact  ინსტალაცია მარტივაია და სწრაფი. მისი ინსტალაცია გარე ფასადებისათვის ძირითადი შენობისთვის სასარგებლო მოქმედებას ახდენს უწყვეტი ცირკულაციის ხარჯზე ხდება კედელსა და პანელს შორის მუდმივი  ცვლა. ეს პროცესი კი იცავს შენობას ნალექების და ტემპერატურული ცვლილებების მკვეთრი ზეგავლენისაგან და შენობას  უფრო მეტად ენერგო ეფექტურს ხდის. თავად HPL-compact ენერგო ეფექტურობა 10%მდეა.  
HPL-compact  ზომები: 4mm-დან  25mm-მდე
HPL-compact    თვისებები :
  • ფერებისა და დეკორაციების ამოუწურავი არჩევანი;
  • Digital & HD დაპრინტვის შესაძლებლობა (ნებისმიერი ფოტო, წარწერა თუ დეკორაცის)
  • CNC დეკორატიული ჭრა;
  • ამინდისადმი ცვალებადობისადმი  მაღალი გამძლეობა;
  • UV ოპტიმალური გამძლეობა;
  • ენერგოეფექტურობა;(ამცირებს სავენტილაციო სისტემების ხარჯს 10%მდე)
  • მექანიკური დაზიანებისადმი მაღალი მდგრადობა
  • ადვილად გასაწმენდი
  • დარტყმის მიმართ გამძლე
  • ადვილად მოსავლელი
  • ცეცხლგამძლე
  • არ შეიცავს მძიმე მეტალებს
  • მდგრადი
  • სწრაფი და ადვილი ინსტალირება
  • ხმის მაღალი იზოლაციის ფუნქცია ( 15 დეციბელამდე )
  • უზრუნველყოფს კედლის დაცვას;
  •  ატმოსფერული ნალექების მიმართ თბოიზოლაციას .